შეუჩერდება თუ არა საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა - Palitra News

შეუჩერდება თუ არა საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა

2026-06-06 12:47:49+04:00

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთ ყველაზე ხელშესახებ მიღწევად მიიჩნეოდა, შესაძლოა ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდეს. ბრიუსელში 2026 წლის 11 ივნისს ევროკავშირისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება, სადაც უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას განიხილავენ. 2026 წლის დეკემბერში ევროკომისია გამოაქვეყნებს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ანგარიშს, რომელიც, ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაძლოა კვლავ შეიცავდეს მკაცრ შეფასებებს. სწორედ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით შეიძლება დაიწყოს საბოლოო პოლიტიკური პროცესი. გადამწყვეტი ეტაპი კი 2027 წლის იანვარია, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნები კენჭს უყრიან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შენარჩუნების ან შეჩერების საკითხს.