ვაშინგტონიდან თბილისის მისამართით კიდევ ერთი პოლიტიკური გზავნილი — ამერიკის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტში შეტანილი ცვლილებები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს ეხება. ინიციატივის ავტორი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, რომელიც უკვე არაერთხელ გამოხმაურებია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების დაკავებებზე. პარალელურად, პროექტი მოიცავს მოთხოვნასაც — აშშ-ის თავდაცვის უწყებამ კონგრესისთვის მოამზადოს ანგარიში იმის შესახებ, რამდენად აქტიურია საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო გავლენები და რა საფრთხეებს შეიძლება ქმნიდეს ეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ახალ ჩანაწერებს ეხმაურებიან საქართველოში