რატომ ვეღარ შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები უნგრეთის სამუშაო ვიზის აღებას - Palitra News

რატომ ვეღარ შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები უნგრეთის სამუშაო ვიზის აღებას

2026-06-06 12:51:49+04:00

უნგრეთში დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის წესები იცვლება — ბუდაპეშტმა გადაწყვიტა, სამუშაო ვიზების გაცემა რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მათ შორის ქართველებისთვისაც შეწყვიტოს. გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ის შესაძლებლობა, რომელმაც ბოლო წლებში არაერთ ქართველს მისცა უნგრეთში შედარებით გამარტივებული დასაქმების შანსი, შესაძლოა მნიშვნელოვნად შეიცვალოს. უნგრეთი საქართველოს იმ ქვეყნების სიაში ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ შეიყვანა, რომელთა მოქალაქეებს გარკვეულ სექტორებში სამუშაო ნებართვების მიღება გამარტივებული წესით შეეძლოთ, თუმცა ახლა ხელისუფლება მიგრაციულ პოლიტიკას ცვლის და შეზღუდვებს ამკაცრებს. ოპოზიციის შეფასებით ამ ყველაფრის მიზეზი საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული რიგი ნაბიჯებია, რომლებიც როგორ საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკაში ბოლო წლების განმავლობაში გადაიდგა.