სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ ყურადღებით მოუსმინოს საქართველოს მეგობრების გზავნილებს და გადადგას ნაბიჯები დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის აღსადგენად, აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორების დისკრედიტაციის და შეურაცხყოფის კამპანიას,- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებაშია აღნიშნული. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების სიტყვებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აშშ-ის ხელისუფლების, კონგრესის წევრებისა და ამერიკელი ხალხის მიმართ „აგრესიული და უპასუხისმგებლო რიტორიკა არა მხოლოდ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, არამედ ამ ქვეყნის ცივილიზაციური მიზნებისა და კონსტიტუციით გამყარებული მისწრაფებების ღალატს წარმოადგენს.