კახა კალაძე - თუ შეიძლება, ვინმეს უწოდო მოღალატე, არასამთავრობო ორგანიზაციები და ის პოლიტიკური პარტიები არიან, რომლებიც შემჩნეულები არიან ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებში - ნომრიანი აგენტები არიან, ყველაფერი გაშიფრულია - Palitra News

კახა კალაძე - თუ შეიძლება, ვინმეს უწოდო მოღალატე, არასამთავრობო ორგანიზაციები და ის პოლიტიკური პარტიები არიან, რომლებიც შემჩნეულები არიან ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებში - ნომრიანი აგენტები არიან, ყველაფერი გაშიფრულია

2026-06-06 15:19:30+04:00

ნომრიანი აგენტები არიან, ყველაფერი გაშიფრულია. საზოგადოება ფლობს ამ ინფორმაციას, ვინ ვინ არის, გიგაურები და ა.შ. რა არის მათი წარსული, რა დამოკიდებულება ჰქონდათ საქართველოზე,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, „თუ შეიძლება ვინმეს უწოდო მოღალატე - არასამთავრობო ორგანიზაციები და ის პოლიტიკური პარტიები არიან, რომლებიც შემჩნეულები არიან ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებში“.

„ვიცით, როგორ იქმნებოდა აღნიშნული ქსელი - ასეულობით მილიონი იხარჯებოდა ქვეყანაში, რომ ამ ტიპის ორგანიზაციები რომ შექმნილიყო. ნომრიანი აგენტები არიან, ყველაფერი გაშიფრულია. საზოგადოება ფლობს ამ ინფორმაციას, ვინ ვინ არის, გიგაურები და ა.შ. რა არის მათი წარსული, რა დამოკიდებულება ჰქონდათ საქართველოზე. ისინი პირდაპირ უცხო ქვეყნის და კონკრეტული ადამიანების ინტერესების გამტარებლები არიან. ქვეყნის ინტერესებთან არანაირი თანხვედრა არ ჰქონიათ. თუ შეიძლება ვინმეს უწოდო მოღალატე - არასამთავრობო ორგანიზაციები და ის პოლიტიკური პარტიები არიან, რომლებიც შემჩნეულები არიან ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.