სამხრეთ ლიბანში ისრაელის დარტყმის შედეგად ორი ლიბანელი ოფიცერი და ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ლიბანის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლიბანის შეიარაღებული ძალების ცნობით, ისრაელმა ხარდალი-ნაბატიეს გზაზე სამხედრო ავტომობილს დაარტყა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ინციდენტს განიხილავენ და პირველადი შეფასებით, ავტომობილში ლიბანის არმიის ორი ოფიცერი და ერთი ჯარისკაცი იმყოფებოდა.
„ავტომობილი საბრძოლო მოქმედებების ზონაში გადაადგილდებოდა. ამ ზონაში „ჰეზბოლა“ აქტიურად მოქმედებს. იდენტიფიცირების შემდეგ და საფრთხის გამო ავტომობილზე დარტყმა განხორციელდა“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალებმა