სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის რექტორად სოფიო აბულაშვილი დაინიშნა - Palitra News

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის რექტორად სოფიო აბულაშვილი დაინიშნა

2026-06-06 16:45:18+04:00

გეკა გელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ახალი რექტორი წარადგინა სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის რექტორად სოფიო აბულაშვილი დაინიშნა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ სოფიო აბულაშვილს სხვადასხვა საჯარო უწყებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის ის იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის რექტორის თანამდებობას, რაც სასწავლებლის ინსტიტუციურ განვითარებასა და გაძლიერებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის რექტორის თანამდებობაზე სოფიო აბულაშვილმა მალხაზ ჩიტაია შეცვალა.