დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, სიონის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. მისი თქმით , ამ ეტაპზე ტაძრის ირგვლივ სამშენებლო ხარაჩოების მოწყობა და სახურავის გადახურვა მიმდინარეობს. სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.