ევროპა სახიფათო იდეოლოგიების შემოსევის წინაშე დგას, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა ნორმანდიაში, მოკავშირეთა ძალების გადასხმის 82-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„სამწუხაროდ, დღეს ევროპის სხვადასხვა სანაპიროებს შტურმით სხვადასხვა სახიფათო იდეოლოგიები იღებენ. ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთისა და ბულგარეთის სანაპიროებზე ნავები და ადამიანები ჩადიან“, - განაცხადა პიტ ჰეგსეთმა.
ჰეგსეთის თქმით, დროა, ევროპამ იმოქმედოს.
„როდის იმოქმედებენ ევროპის დედაქალაქები ამ შემოსევის წინააღმდეგ, თუ უკვე გვიანია? ვიმედოვნებ, რომ არა და მჯერა, რომ ეს ასე არ არის“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.