ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები დაისეტყვა - Palitra News

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები დაისეტყვა

2026-06-06 17:19:25+04:00

ახმეტის მუნიციპალიტეტში სეტყვა იყო.

დასეტყვილია სოფელი ალავერდი, ქვემო და ზემო ალვანი, ოჟიო და კოღოთო.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ სტიქია დაახლოებით 10-15 წუთი გრძელდებოდა და სეტყვას ქარიც ახლდა, რამაც მოსავალი დააზიანა. მათივე ინფორმაციით, დაზიანებულია ვენახები და ერთწლოვანი კულტურები.