აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ორი ირანული დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც, მათი მტკიცებით, საფრთხეს უქმნიდნენ გემებს ჰორმუზის სრუტეში.
„დღეს დილით, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ძალებმა ჩამოაგდეს ორი ირანული თავდასხმის დრონი, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ საერთაშორისო საზღვაო მოძრაობას ჰორმუზის სრუტეში“, - განაცხადა აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მათი განცხადებით, მზად არიან განაგრძონ ირანის აგრესიისგან თავდაცვა.