გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი დღეს დაუნინგ სთრითზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს უმასპინძლებს, - ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეხვედრაზე უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ.
უკრაინის ლიდერი გაერთიანებულ სამეფოს საფრანგეთის პრეზიდენტთან და გერმანიის კანცლერთან ერთად ეწვევა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პარასკევს უარყო ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადება ომის შესახებ პირისპირ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ შეხვედრაში აზრს ვერ ხედავს.