თბილისის „საზაფხულო ბაღებში“ რეგისტრაცია 8 ივნისს დაიწყება - Palitra News

თბილისის „საზაფხულო ბაღებში“ რეგისტრაცია 8 ივნისს დაიწყება

2026-06-07 12:48:15+04:00

დედაქალაქის მერიის სოციალურ პროექტ „საზაფხულო ბაღებში“ აღსაზრდელთა რეგისტრაცია 8 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და 21 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის თანახმად, რეგისტრაცია ელექტრონულია და წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე. პროექტით სარგებლობა შეეძლებათ თბილისის ბაღებში რეგისტრირებულ 2-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელებს, მათ შორის მათაც, ვინც სექტემბერში ამთავრებენ ბაღს და სკოლაში მიდიან. მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღები შერჩეულია გეოგრაფიული პრინციპით, რათა თბილისის ყველა უბნის მცხოვრებლისთვის აღნიშნულიმომსახურება თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი.