თელავში ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელები გამოცხადდნენ - Palitra News

თელავში ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელები გამოცხადდნენ

2026-06-07 12:49:48+04:00

თელავში, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების რეგიონულ ცენტრში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8 თვის ვადით გაწვეული და ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირები გამოცხადდნენ. კახეთის რეგიონული ცენტრის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გოჩა სებისკვერაძემ წვევამდელებს სიტყვით მიმართა და ადგილზე მყოფ მშობლებს მადლობა გადაუხადა ღირსეული ახალგაზრდების აღზრდისთვის, რომლებიც საქართველოს თავდაცვის ძალების რიგებს საკუთარი სურვილით და ნებაყოფლობით შეუერთდნენ. წვევამდელები ძირითად საწყის საბრძოლო მომზადებას 8 კვირის განმავლობაში გაივლიან. სამხედრო ინსტრუქტორები კურსის მონაწილეებს ფიზიკურად მოამზადებენ და სადისციპლინო წესდებებსაც გააცნობენ. კურსის დასრულების შემდეგ წვევამდელები სამხედრო ფიცს დადებენ და საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფებში ჩაირიცხებიან, სადაც სამ დღეში ერთხელ იმსახურებენ. პირები, რომლებიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირდნენ, ხელფასზე 30%-იან დანამატს მიიღებენ.