მეზობელ სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ერევანში იმყოფება პალიტრანიუსის ორი გადამღები ჯგუფი, რომლებიც არჩევნების მიმდინარეობას, მთელი დღის განმავლობაში თვალს მიადევნებენ. უახლეს ინფორმაციებს კი საინფორმაციო გამოშვებებში, მერაბ მეტრეველი და მერაბ პაპაშვილი მოგვაწვდიან. ქვეყნის მოქალაქეები ეროვნული ასამბლეის ახალ შემადგენლობას ირჩევენ. საარჩევნო უბანზე მისულ მოქალაქეებს არჩევანის გასაკეთებლად, ბიულეტენში 18 პოლიტიკური პარტია და ალიანსი ხვდებათ. საარჩევნო უბნები დილით, 8:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა კი 20:00 საათამდე გაგრძელდება. პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ნიკოლ ფაშინიანმა ცოტა ხნის წინ საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა. „მე ველოდები სომხეთის მოქალაქეების თავისუფალი ნების გამოხატვას“ - აღნიშნავს ფაშინიანი.