„ჯერ საქართველომ“ ეროვნული ეკონომიკის განვითარების გეგმა წარადგინა - Palitra News

„ჯერ საქართველომ“ ეროვნული ეკონომიკის განვითარების გეგმა წარადგინა

2026-06-07 12:55:03+04:00

პოლიტიკურმა მოძრაობამ „ჯერ საქართველო“ ეროვნულ ეკონომიკაზე საჯარო შეხვედრა გამართა. დამფუძნებლებმა თანამოაზრეებთან ერთად ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხედვა განიხილეს. მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებით, მათი მიზანია შექმნან ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტებით, კვალიფიციური ადამიანური კაპიტალითა და ბიზნესისთვის პროგნოზირებადი გარემოთი გამყარებული ეკონომიკური სისტემა. მათი თქმით, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა უნდა იყოს ორიენტირებული ექსპორტის ზრდაზე, ეროვნული წარმოების გაძლიერებასა და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაზე. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ აღნიშნული მიდგომა საქართველოს რეგიონში ლიდერის პოზიციის დაბრუნებასა და ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპის შექმნას შეუწყობს ხელს.