სომხეთში საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრა უკვე მეშვიდე საათია მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით გახსნილი 2 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი ამომრჩევლებს საღამოს 8 საათამდე მოემსახურება. სომხეთის მე-9 მოწვევის ეროვნულ ასამბლეაში ადგილებისთვის თვრამეტი პოლიტიკური ძალა - 16 პარტია და პარტიების ორი ბლოკი - იბრძვის. პარლამენტში მოსახვედრად საჭირო ზღვარი პარტიებისთვის 4%-ია, ხოლო პარტიების ბლოკებისთვის - 8%. არჩევნებში საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირეს პოლიტიკურმა ლიდერებმა. მათ შორის, სამველ კარაპეტიანმა, რომელიც გადატრიალებისკენ მოწოდების ბრალდებით შინაპატიმრობაში იმყოფება. სახლიდან საარჩევნო უბნამდე ის სასჯელაღსრულების ოფიცრებმა მიაცილეს. ბლოკი „ძლიერი სომხეთი’’; „სომხეთის ალიანსი’’ და „სამოქალაქო კონტრაქტი’’ - როგორც დასავლური მედია წერს, მთავარი კონკურენტები ზემოხსენებული სამი ძირითადი ოპოზიციური ბლოკია.