ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა განზრახ დაუმიზნა ბირთვულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს - მსოფლიოს მხრიდან ახალი რეალური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა განზრახ დაუმიზნა ბირთვულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს - მსოფლიოს მხრიდან ახალი რეალური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო

2026-06-07 15:52:08+04:00

რუსულმა ძალებმა 7 ივნისის ღამეს კიევის ოლქში გამოყენებული ბირთვული საწვავის ცენტრალიზებულ საცავს დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია კომპანია „ენერგოატომზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეტევა დრონით განხორციელდა და კონტეინერების მიმღები შენობა ნაწილობრივ განადგურდა.

ხანძარი 40 კვადრატულ მეტრ ფართობს მოედო და ჩააქრეს. „ენერგოატომში“ აცხადებენ, რომ გამოყენებული ბირთვული საწვავის ცენტრალიზებულ საცავის ტერიტორიაზე რადიაციის დონე ნორმის ფარგლებში რჩება.

გამოყენებული ბირთვული საწვავის ცენტრალიზებული საცავი უკრაინის მოქმედი ატომური ელექტროსადგურებიდან გამოყენებული ბირთვული საწვავის გრძელვადიანი საცავია, რომელიც ჩერნობილში მდებარეობს.

თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა.

„კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი და რუსეთის უკიდურესად ფლიდი დარტყმა. რუსეთმა განზრახ დაუმიზნა ამ კონკრეტულ ბირთვულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს. ამჟამად, რადიაციის დონე არ აღემატება ფონურ რადიაციის დონეს. უკრაინელმა მაშველებმა დარტყმის შემდეგ ამ ობიექტზე ხანძარი ჩააქრეს. მსოფლიოს მხრიდან ახალი რეალური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რათა რუსებმა იგრძნონ, რომ მათი ტერორისტული ომი დარტყმაა თავად რუსეთისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.