სომხეთში მიმდინარე არჩევნები ბევრისთვის ქვეყნის პოლიტიკური განწყობების ერთგვარი ტესტია. კენჭისყრის შედეგებმა უნდა აჩვენოს, რამდენად ძლიერია მხარდაჭერა მოქმედი ხელისუფლების მიმართ ან რამდენად სურს საზოგადოებას პოლიტიკური ცვლილებები. ამომრჩეველმა საარჩევნო უბნებთან, ხმის მიცემით უნდა დააფიქსიროს, ქვეყნის განვითარების, რომელი პოლიტიკური კურსია მათთვის ყველაზე მისაღები. პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობა რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობის შენარჩუნებასთან ერთად, ევროპული ინტეგრაციისა და დასავლეთთან დაახლოების კურსის ინიციატივით გამოდის, ხოლო, ოპოზიციური პარტიების ნაწილი ტრადიციულად რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნებასა და ეკონომიკურ პრაგმატიზმს უსვამს ხაზს. IRI ბოლო გამოკითხვით, ფაშინიანის „სამოქალაქო კონტრაქტი“ 32%-ით ლიდერობს, თუმცა ამომრჩეველთა დაახლოებით 40% აცხადებს, რომ არცერთ პოლიტიკურ ფიგურას არ ენდობა.