სოფელ დიდგორთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა - Palitra News

სოფელ დიდგორთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა

2026-06-07 16:39:37+04:00

სოფელ დიდგორის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი სიმაღლიდან ხევში გადავარდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს--ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.