სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ, 17:00 საათის მონაცემებით, თითქმის 49% შეადგინა - Palitra News

სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ, 17:00 საათის მონაცემებით, თითქმის 49% შეადგინა

2026-06-07 19:34:23+04:00

ერევნის დროით 17:00 საათის მონაცემებით, ხმის მიცემის დასრულებამდე სამი საათით ადრე, სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 48.92% იყო, - ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, აღნიშნული დროისთვის 2 503 976 ამომრჩევლიდან 1 224 957-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა.

სომხური მედია წერს, რომ ეს წინა არჩევნებთან შედარებით ამომრჩეველთა აქტივობის დაახლოებით 11%-იან ზრდას წარმოადგენს.

სომხეთის დედაქალაქ ერევანში, სადაც ამომრჩეველთა მესამედზე მეტი ცხოვრობს, ამომრჩეველთა აქტივობამ 48.52% (412 168) შეადგინა.