სომხეთო, თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების შედეგები ქვეყნის ევროპულ მომავალს განსაზღვრავს.
„ეს არჩევნები განსაზღვრავს თქვენს დემოკრატიულ ევროპულ მომავალს. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ!“- წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.