„ნაციონალური მოძრაობა“ 20 ივნისის საპროტესტო აქციას უერთდება - Palitra News

„ნაციონალური მოძრაობა“ 20 ივნისის საპროტესტო აქციას უერთდება

2026-06-07 20:16:05+04:00

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სამოქალაქო ჯგუფების მიერ დაანონსებულ 20 ივნისის საპროტესტო აქციას უერთდება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, პარტია 20 ივნისამდე სხვადასხვა კამპანიური ხასიათის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და უფრო მეტ ადამიანს მოუწოდებს, რომ დაანონსებულ აქციაში ჩართოს. სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი, ერთი საქართველომ" 20 ივნისს, აქცია დააანონსა. აქცია ე.წ. გავრილოვის ღამის გახსენებას მიეძღვნება, რომლიდანაც 7 წელი გავიდა. როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, ისინი 20 ივნისს, საღამოს 19:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.