ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში? სომხეთი შედეგებს ელოდება - Palitra News

ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში? სომხეთი შედეგებს ელოდება

2026-06-07 20:17:23+04:00

სომხეთში საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დასრულებამდე სულ ცოტა დრო რჩება. ყურადღება თანდათან შედეგების მოლოდინზე გადადის. პირველადი სურათი უბნების დახურვის შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც ხმების დათვლის პროცესი დაიწყება. ბოლო მონაცემებით, საკუთარი არჩევანი დააფიქსირა 1 224 957-მა ამომრჩეველმა. მთელი დღის განმავლობაში მოქალაქეები არჩევანს ქვეყნის პოლიტიკური მომავლის, საგარეო კურსისა და ეკონომიკური განვითარების ხედვებს შორის აკეთებდნენ. არჩევნები ბევრისთვის საზოგადოების განწყობების მნიშვნელოვან ტესტად განიხილება, რომელმაც უნდა აჩვენოს, რამდენად შეინარჩუნა მხარდაჭერა მოქმედმა ხელისუფლებამ და რამდენად მოახერხა ოპოზიციამ ამომრჩევლის დარწმუნება. გამარჯვებისთვის 16 პოლიტიკური პარტია და პარტიების ორი ბლოკი - იბრძვის. პარლამენტში მოსახვედრად საჭირო ზღვარი პარტიებისთვის 4%-ია, ხოლო პარტიების ბლოკებისთვის - 8%. როგორც მედია წერს, არჩევნები მშვიდ ვითარებაში წარიმართა, თუმცა, დღის განმავლობაში რამდენიმე ადამიანი დააკავეს ამომრჩევლის მოსყიდვის სქემასთან დაკავშირებით, რამდენიმელოკაციაზე ჩატარდა ჩხრეკაც.