აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტში საქართველოსთან დაკავშირებული ორი შესწორება მიიღო. შესწორებების ავტორი კონგრესმენი ჯო უილსონია. დოკუმენტი ეხება როგორც საქართველოში არსებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებას, ასევე ქვეყანაში რუსული და ჩინური სადაზვერვო ქსელების შესაძლო საქმიანობას. ოპოზიციის შეფასებით, პროექტში ასახული ჩანაწერები მიუთითებს, რომ აშშ საქართველოში მიმდინარე პროცესებს „ქართული ოცნების“ ხედვით არ აფასებს. ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ჯო უილსონის პოლიტიკური განცხადებებსა და ინიციატივებს განსაკუთრებული მნიშვნელობას არ უნდა მიენიჭოს.