ემუქრება თუ არა საქართველოს უვიზო რეჟიმის შეჩერება? - ბრიუსელში საკითხს 11 ივნისს განიხილავენ - Palitra News

ემუქრება თუ არა საქართველოს უვიზო რეჟიმის შეჩერება? - ბრიუსელში საკითხს 11 ივნისს განიხილავენ

2026-06-07 20:25:18+04:00

ოპოზიციის ნაწილი ვარაუდობს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერების საკითხი შესაძლოა წლის ბოლოს, დეკემბერ-იანვარში დადგეს. „ქართული ოცნება“ დასავლელ პარტნიორებს კვლავ პოლიტიკური ზეწოლისა და შანტაჟის მცდელობაში ადანაშაულებს. დარჩება თუ არა საქართველო ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის გარეშე, ამ ეტაპზე მკაფიო პასუხი არ არსებობს. თუმცა ცნობილია, რომ ევროკავშირი 11 ივნისს საქართველოსთან ვიზების საკითხზე დიალოგის გამართვას გეგმავს. „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი, რიკარდ იოზვიაკი, სოციალურ ქსელში წერს, რომ შეხვედრაზე შესაძლოავიზალიბერალიზაციის დროებითი შეჩერების საკითხიც განიხილონ.