თელავში სამოქალაქო ფორუმი „საქართველოს გულისთვის თელავი“ გაიმართა - Palitra News

თელავში სამოქალაქო ფორუმი „საქართველოს გულისთვის თელავი“ გაიმართა

2026-06-07 20:29:14+04:00

თელავში სამოქალაქო ფორუმი “საქართველოს გულისთვის თელავი” გაიმართა. პარტია „თავისუფლების მოედნის“კახეთის ეროვნული კამპანიის მიწურულს სამოქალაქო ფორუმი გაიმართა, რომელიც პლატფორმა “საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის” და “თავისუფლების მოედნის” თანაორგანიზებით ტარდება. ფორუმი მოქალაქეებს, საზოგადოებრივ აქტორებსა და პოლიტიკურ წარმომადგენლებს აერთიანებს. პარტიის ცნობით, ერთად იმსჯელეს თუ როგორი მომავალი სურთ კახეთის რეგიონისა და საქართველოსთვის მომავალი ათწლეულების განმავლობაში. თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ფორუმების მსგავსად, თელავის ფორუმის მიზანია, საზოგადოებამ თავად განსაზვროს საკუთარი რეგიონის მიზნები და საჭიროებები, შეაჯეროს განსხვავებული აზრები და ჩამოაყალიბოს საერთო ხედვები, რომლებსაც პარტია საკუთარ პოლიტიკურ გეგმებად გარდაქმნის.