დაიწყება თუ არა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ახალი ფურცლიდან - Palitra News

დაიწყება თუ არა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ახალი ფურცლიდან

2026-06-08 09:25:12+04:00

დაიწყება თუ არა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ახალი ფურცლიდან? ოპოზიციაში ამის მოლოდინი არ აქვთ, რადგან მათი განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ჩიხში შესვლა მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა და მათი განმარტებით, ურთიერთობები ვერ განახლდება იქამდე ვიდრე ხელისუფლება არ შეიცვლება. მმართველი ძალის წარმომადგენლები ამერიკის შერთებულ შტატებთან ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყების მზაობას გამოთქვამენ და იმედს ტრამპის ადმინისტრაციაზე ამყარებენ. მათი განცხადებით, სტრატეგიული პარტნიორობის გაუქმება ამერიკის წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.