უნგრეთის გადაწყვეტილებით - სომხეთის, საქართველოს და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა შეწყდება. ოპოზიციის განცხადებით, უნგრეთის გადაწყვეტილება შიდა მიგრაციას და შრომით პოლიტიკას უკავშირდება, რითაც ხელისუფლება ცდილობს საკუთარი მოქალაქეების უფლებები დაიცვას, იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ზემოხსენებულ სამ ქვეყანას ჰქონდა დასაქმების გამარტივებული ფორმატი. ოპონენტების თქმით, ეს არ გამორიცხავს, ფაქტს რომ საქართველომ თავის მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ლეგალურად არიან დასაქმებულები შესაბამისი ყურადღება უნდა მიაქციოს.