წინასწარი შედეგებით, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია 50.86%-ით ლიდერობს - დათვლილია ხმების 55.95%. ამავე შედეგების თანახმად, მეორე ადგილზეა პარტიების ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ . სომხეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი პარტია "სამოქალაქო კონტრაქტის" ოფისში გვიან ღამით მივიდა, სადაც საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვება გამოაცხადა. მას ადგილზე მხარდამჭერები ოვაციებით და ტაშით შეხვდნენ. როგორც მოქმედი პრემიერ-მინისტრი ამბობს, ,,სამოქალაქო კონტრაქტი“ მთავრობას დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს. პრესკონფერენციაზე ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი დაინტერესებულია საქართველოსა და ევროკავშირს, ასევე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით. ფაშინიანის ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი კი აცხადებს, რომ საარჩევნო უბნები სრულად დათვლილი არ არის და რომ ხელისუფლება სასურველ გამარჯვებას ვერ აღწევს.