დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებმა და მათმა მხარდამჭერებმა რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციის შენობამდე მადლიერების მარში გამართეს - Palitra News

დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებმა და მათმა მხარდამჭერებმა რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციის შენობამდე მადლიერების მარში გამართეს

2026-06-08 09:29:35+04:00

დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებმა და მათმა მხარდამჭერებმა რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციის შენობამდე მადლიერების მარში გამართეს. დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგა. შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც ბავშვებისთვის მედიკამენტის შემოტანას უზრუნველყოფს. როგორც მშობლები აცხადებენ, ეს გამარჯვება მათი ბრძოლის და ქართველი ხალხის დამსახურებაა. კვირის ტრადიციული მარში, რომელიც დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად და წამლის მოთხოვნით იმართებოდა, აღარ გაიმართება.