ბათუმში 31 მაისს მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დააკავეს - Palitra News

ბათუმში 31 მაისს მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დააკავეს

2026-06-08 12:34:04+04:00

ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 31 მაისს, ბათუმში, ნაცნობ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე გარდაიცვალა.დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.