საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება მათ შორის: „მეფედრონი", „მეთადონი", „კლეფედრონი", გამომშრალი „მარიხუანა" და „კეტამინი". დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.