„ნონა გაფრინდაშვილის თასის“ გამარჯვებული ქუთაისის №41 სკოლა გახდა - Palitra News

„ნონა გაფრინდაშვილის თასის“ გამარჯვებული ქუთაისის №41 სკოლა გახდა

2026-06-08 12:36:06+04:00

თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ჭადრაკში სასკოლო ოლიმპიადის − „ნონა გაფრინდაშვილის თასის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დაწყებით საფეხურზე ჭადრაკის სავალდებულო საგნად სწავლების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ეს ხელს უწყობს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, ყურადღების კონცენტრაციისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას. ოლიმპიადის პირველი ადგილი ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. მეორე ადგილზე ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ქალაქ ამბროლაურის №1 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა. გამარჯვებულებს დიპლომები, მედლები და თასი გადაეცათ.