საერთშორისო მედიის ინფომაციით, რუსეთ-უკრაინის ომში ბოლო თვის განმავლობაში უკრაინას პროგრესი აქვს. ბოლო ცნობებით, უკრაინა რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას აქტიურად უტევს. საპასუხოდ კი, რუსეთი უკრაინის დასახლებულ პუნქტებზე დარტყმებს ახორციელებს. ამ ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კრემლისგან მიღებული მორიგი გზავნილები და შეთავაზებები ვერ იქნება საფუძველი რეალური მშვიდობისთვის, თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმებს არ შეწყვეტს. ასევე, ზელენსკი რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს შეხვდა და უთხრა, რომ მზად იყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ნებისმიერ ფორმატში შესახვედრად და რომ უკრაინა დონბასიდან თავის ჯარებს არ გაიყვანს. დაძაბულობის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ბრიტანეთში ჩავიდა. ლონდონში გამართულ შეხვედრებზე ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის ინიციატივას რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.