შეუჩერდება თუ არა საქართველოს უვიზო რეჟიმი - ბრიუსელში შეხვედრა 11 ივნისს გაიმართება - Palitra News

შეუჩერდება თუ არა საქართველოს უვიზო რეჟიმი - ბრიუსელში შეხვედრა 11 ივნისს გაიმართება

2026-06-08 12:39:55+04:00

ევროკავშირის სავიზო რეგულაციის შესაბამისად, შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში,ევროკომისია საქართველოსთან დიალოგს იწყებს. ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიას შორის შეხვედრა 11 ივნისსაა ჩანიშნული. შეუჩერდება თუ შეუნარჩუნდება საქართველოს ვიზალიბერალიზაცია? ამაზე მკაფიო პასუხი არ არსებობს, თუმცა პოლიტიკოსები საკუთარ ვარაუდს გამოთქვამენ. ოპოზიცია არ გამორიცხავს, საქართველოს უვიზო მიმოსვლა დეკემბერ-იანვრის თვეში გაუუქმონ. ქართული ოცნება ევროპელ ლიდერებს კვლავ შანტაჟში ადანაშაულებს და მიიჩნევსმ რომ ნაცვლად ვიზალიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებისა, ევროკომისია საქართველოს გამოგონილ პოლიტიკურ წინაპირობებს უყენებს. მაგდა ბლუაშვილს ვრთავთ პირდაპირ ეთერში.