ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ სომხეთის არჩევნებში გაიმარჯვა - სომხეთის ახალ პარლამენტში ფაშინიანის პარტიას 61 მანდატი ექნება - Palitra News

ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ სომხეთის არჩევნებში გაიმარჯვა - სომხეთის ახალ პარლამენტში ფაშინიანის პარტიას 61 მანდატი ექნება

2026-06-08 12:39:25+04:00

ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“, ხმების 49.81%-ი , პარტიების ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ ხმების 23.29%-ი, დარჩენილი პროცენტული მაჩვენებელი სხვა პარტიებზე გადანაწილდა- ასეთია სომხეთის 2005 -ვე საარჩევნო უბნის შედეგები. ამდენად,სომხეთის ახალ ეროვნულ ასამბლეას 105 დეპუტატი ეყოლება - მმართველ პარტია „სამოქალაქო კონტრაქტს“ 61 ადგილი ექნება, „ძლიერი სომხეთის“ ბლოკს - 28, ბლოკ „სომხეთს“ - 11, პარტიას „აყვავებული სომხეთი“ – 5. საერთაშორისო ლიდერები ნიკო ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ. მერაბ პაპაშვილს ვრთავთ პირდაპირ ეთერში. მერაბ, გუშინ შენ მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდი სომხეთში მინდირე არჩევნებს, გვითხარი, რამდენად მოსალოდნელი ან სულ მოულოდნელი იყო არჩევნების შედეგები, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.