„სამოქალაქო კონტრაქტმა“ ხმების 49.81% მიიღო — წინასწარი შედეგები ერევნიდან - Palitra News

„სამოქალაქო კონტრაქტმა“ ხმების 49.81% მიიღო — წინასწარი შედეგები ერევნიდან

2026-06-08 15:37:37+04:00

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნების შედეგები მიულოცა და განაცხადა, რომ ხალხმა მშვიდობა დაიცვა და მომავლისთვის იბრძოლა. მან ოპონენტ ძალებს - ბლოკი „ძლიერი სომხეთი“, ბლოკი „სომხეთი“ და პარტია „აყვავებული სომხეთი“ - სამმხრივი ომის პარტია უწოდა. მისი სიტყვებით, ამ პოლიტიკურ ძალებთან და მასთთან დაკავშირებული კრიმინალურ-ოლიგარქიული სისტემა სომხეთის რესპუბლიკიდან უნდა აღმოიფხვრას. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განახლებული წინასწარი შედეგების თანახმად, მმართველმა პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტი“ ხმების 49.81%-ი მიიღო. ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ გააგრძელებენ დასავლეთთან დაახლოებით კურსს და ამავე დროს თანამშრომლობას რუსეთის ფედერაციათან. მერაბ პაპაშვილი იმყოფება ერევანში, არჩევნების შედეგებს სწორედ სომხეთის რესპუბლიკიდან შეგვიჯამებს.