ირაკლი ქადაგიშვილი - ოკუპირებულ ქვეყანას, რომელსაც არც ნატოს ქოლვა გვაქვს და არც ეკონომიკური ბალიში ევროკავშირის სახით, გვეუბნებიან, რომ შეუერთდით რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, რაც გამოიწვევს ეკონომიკურ კოლაფსს - ვინ იღებს პასუხისმგებლობას ამაზე? - Palitra News

ირაკლი ქადაგიშვილი - ოკუპირებულ ქვეყანას, რომელსაც არც ნატოს ქოლვა გვაქვს და არც ეკონომიკური ბალიში ევროკავშირის სახით, გვეუბნებიან, რომ შეუერთდით რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, რაც გამოიწვევს ეკონომიკურ კოლაფსს - ვინ იღებს პასუხისმგებლობას ამაზე?

2026-06-08 15:40:07+04:00

"ქართული ოცნება" ირწმუნება რომ საქართველო ასრულებდა ყველა იმ პირობას, რომელიც დაკავშირებული იყო ვიზალიბერალიზაციის მართვის პროცესთან. თუმცა 2025 წლიდან ევროკავშირმა საქართველოს გამოგონილი პოლიტიკური წინაპირობების წაუყენა, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან შეერთება, რაც მმართველი გუნდის შეფასებით, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემებს გამოიწვევს. ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს, ნაწილი ვარაუდობს, რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაციას დეკემბერ-იანვრის თვეში გაუუქმებენ. ყველაფერი ჯერ კიდევ ვარაუდების დონეზეა. უვიზო მიმოსვლის საკითხზე 11 ივნისს ბრიუსელში ევროკომისიასა და საქართველოს შორის შეხვედრაა დაგეგმილი.