საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, პარლამენტში აკრედიტაციის სისტემაში ცვლილებები შედის. პაპუაშვილის განმარტებით, ცვლილებები ეხება როგორც ცალკეულ ჟურნალისტებს, ასევე მთლიანად მედიასაშუალებებს. ცვლილების თანახმად, პარლამენტის აკრედიტაციის წესების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ცალკეულ ჟურნალისტებს აკრედიტაცია 1 წლამდე ვადით შეუჩერდებათ, ასევე დარღვევის სიმძიმის და სიხშირის გათვალისწინებით შესაძლებელი იქნება, რომ აკრედიტაცია ერთ წლამდე ვადით გაუუქმდეს მთლიანად მედიასაშუალებას. პაპუაშვილის თქმით, პარლამენტის აკრედიტაციის სისტემას ევროპარლამენტის სისტემასთან აახლოებენ.