უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ბრიტანეთში იმყოფებოდა. ლონდონში გამართულ შეხვედრებზე ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის ინიციატივას რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის გაზრდა. ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი სამხედრო დახმარება სჭირდება, ხოლო ევროპა სამშვიდობო პროცესის სრულფასოვანი მონაწილე უნდა იყოს. ამ ფონზე კი, საერთაშორისო მედია რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის პროგრესზე აპელირებს. რა შედექგით დასრულდა უკრაინის პრეზიდენტისა და პარტნიორი ქვეყნების ლიდერების შეხვედრა და რა პროგრესზე საუბრობს საერთაშორისო მედია.