ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ირანის ნებისმიერ მცდელობას, დააკავშიროს ლიბანი და ირანი და თავს დაესხას ისრაელს, ძლიერი პასუხი მოჰყვება - Palitra News

ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ირანის ნებისმიერ მცდელობას, დააკავშიროს ლიბანი და ირანი და თავს დაესხას ისრაელს, ძლიერი პასუხი მოჰყვება

2026-06-08 19:29:15+04:00

„ჰეზბოლას“ მხრიდან ნებისმიერ თავდასხმას ისრაელის მიერ ბეირუთში დარტყმები მოჰყვება, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

„ჩრდილოეთის დასახლებებზე ნებისმიერი თავდასხმა დაჰიეში თავდასხმას გამოიწვევს. ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში „ჰეზბოლას“ ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ მოქმედებას გააგრძელებს“, - განაცხადა ისრაელ კაცმა.

მისი თქმით, ისრაელი „კატეგორიულად უარყოფს ირანის მუქარას“.

„ირანის ნებისმიერ მცდელობას, დააკავშიროს ლიბანი და ირანი და თავს დაესხას ისრაელს, ძლიერი პასუხი მოჰყვება, როგორც გუშინ“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.