ირანი და „ჰეზბოლა“ იმაზე სუსტები არიან, ვიდრე ოდესმე , - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა
ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის ბრძოლა ირანისა და „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ არ დასრულებულა.
„ირანმა და „ჰეზბოლამ“ ჩვენთვის ახალი წესების დაწესება სცადეს, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენი გმირი მებრძოლები „ჰეზბოლას“ ანადგურებენ“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ისრაელს თავის დაცვის უფლება აქვს.
„თუ ირანი შეცდომას დაუშვებს და ჩვენ წინააღმდეგ თავდასხმებს განაახლებს, მაშინ ჩვენ მათ ძლიერ პასუხს გავცემთ“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.