მოქალაქეობისა და ბინადრობის მიზნით გაფორმებული ქორწინება დასჯადი ხდება - Palitra News

მოქალაქეობისა და ბინადრობის მიზნით გაფორმებული ქორწინება დასჯადი ხდება

2026-06-08 20:48:11+04:00

საქართველოს მოქალაქეობისა და ბინადრობის უფლების მიღების მიზნით გაფორმებული ფიქციური ქორწინება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დაწესებას იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ქორწინება მხოლოდ მოქალაქეობის, ბინადრობის ნებართვის ან ქვეყანაში ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძვლის მოსაპოვებლად ფორმდება. სანქციად განსაზღვრულია უცხოელის ქვეყნიდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 2-დან 10 წლამდე ვადით. ასევე შესაძლებელია ჯარიმის, შინაპატიმრობის ანორ წლამდე თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.

ცვლილებებით ბინადრობის ახალი კატეგორია - საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვა - შემოდის. მისი გაცემის წინ ქორწინების ნამდვილობას სპეციალური კომისია შეამოწმებს.

პაკეტი ასევე მოიცავს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის დამატებით მექანიზმებს, სასამართლო პროცედურების დაჩქარებასა და მიგრაციის დეპარტამენტისთვის ოპერატიულ-სამძებრო უფლებამოსილების მინიჭებას.