საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის მომდევნო სამმხრივ მინისტერიალს თბილისი უმასპინძლებს. ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სტამბოლში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გაავრცელა. თურქეთში 3 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები რეგიონული თანამშრომლობისა და საერთო პროექტების საკითხებს განიხილავენ. მინისტერიალზე გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომსაქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი მრავალი წლის განმავლობაში წარმატებული რეგიონული პარტნიორობის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მაგალითს წარმოადგენენ. მისივე შეფასებით, თბილისი მომავალშიც მზად იქნება საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის გაძლიერების პროცესში.