ევროკავშირმა უკრაინას 2,8 მილიარდი ევროს მორიგი ფინანსური დახმარება გამოუყო - Palitra News

ევროკავშირმა უკრაინას 2,8 მილიარდი ევროს მორიგი ფინანსური დახმარება გამოუყო

2026-06-08 20:53:50+04:00

ევროკავშირმა უკრაინას ფინანსური მხარდაჭერის მორიგი პაკეტის ფარგლებში დაახლოებით 2,8 მილიარდი ევრო გამოუყო. ევროკომისიის ინფორმაციით, ეს არის დახმარების რიგით მე-7 ტრანში.

ბრიუსელში აცხადებენ, რომ დაფინანსების მიზანი უკრაინის მიმდინარე ფინანსური საჭიროებების უზრუნველყოფა და ქვეყნის სტაბილურობის მხარდაჭერაა.

ფინანსური დახმარების პარალელურად, უკრაინა რუსეთის სამხედრო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე სამხედრო იერიშებს აგრძელებს. უკრაინული წყაროების ცნობით, სხვადასხვა დანაყოფის კოორდინირებული მოქმედებისშედეგად დარტყმა კრასნოდარის მხარეში, მნიშვნელოვან საპორტო ქალაქ ნოვოროსიისკთან მდებარე „გრუშოვაიას“ ნავთობგადამტვირთავ კომპლექსზე განხორციელდა, რომელიც რეგიონში ნავთობპროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილეს საცავად მიიჩნევა.

უკრაინულმა მხარემ ასევე დაადასტურა იერიშები ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, ოკუპირებულ ყირიმშიგანთავსებულ საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და სხვა სამხედრო ობიექტებზე.

სამხედრო მოქმედებების ფონზე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურ კონსულტაციებს აგრძელებს. ამ მიზნით ის დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა, სადაც უკრაინის შემდგომი მხარდაჭერისა და თანამშრომლობის საკითხები განიხილა.