ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის უვიზო რეჟიმის საკითხს განიხილავენ - რას აცხადებენ ამ თემაზე ქვეყნის შიდა პოლიტიკური მხარეები - Palitra News

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის უვიზო რეჟიმის საკითხს განიხილავენ - რას აცხადებენ ამ თემაზე ქვეყნის შიდა პოლიტიკური მხარეები

2026-06-08 20:58:18+04:00

ევროკავშირი და საქართველო უვიზო მიმოსვლის საკითხზე მორიგ შეფასებას 11 ივნისს ბრიუსელში გამართავენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა ტექნიკური და სამართლებრივი ვალდებულება უკვე შეასრულა. მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის მხრიდან დღის წესრიგში პოლიტიკური მოთხოვნებიც გაჩნდა, მათ შორის - რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთების საკითხი, რასაცხელისუფლება ქვეყნის ინტერესებთან შეუსაბამოდ მიიჩნევს.

ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესებას სწორედ ხელისუფლების პოლიტიკა იწვევს. მათი ნაწილი არ გამორიცხავს, რომ წლის ბოლოს უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი რეალურად დადგეს. მიუხედავად მწვავე პოლიტიკური დებატებისა, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე ამ დროისთვის ევროკავშირს ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიუღია.