აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გააფრთხილა, რომ „შესაძლოა, ირანის წინააღმდეგ მარტო დარჩეს“.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ისრაელის მე-12 არხს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრის შესახებ ესაუბრა.
„ბიბის (ნეთანიაჰუ) ვუთხარი: ძალიან ფრთხილად უნდა იყო, რადგან მალე შესაძლოა, ირანის წინააღმდეგ მარტო დარჩე“, - განუცხადა მე-12 არხს დონალდ ტრამპმა.
ტრამპის ცნობით, კვირას სატელეფონო საუბრისას ნეთანიაჰუს სთხოვა, რომ ირანისთვის საპასუხო ცეცხლი არ გაეხსნა, თუმცა ნეთანიაჰუმ ირანზე დარტყმა გადაწყვიტა და ამის შესახებ აშშ-ს გვიან აცნობა.
„მათ, ისრაელელებმა გვიან შეგვატყობინეს. ისინი უკვე ირანისკენ გზაში იყვნენ. მე თავდასხმის მასშტაბის შემცირება შევძელი. დღეს დილით ირანელებმა მოგვმართეს და თქვეს, რომ ისრაელის წინააღმდეგ დარტყმებს აღარ განახორციელებდნენ. გვთხოვეს, ისრაელისთვის გვეთქვა, რომ თავდასხმა შეეწყვიტა. ბიბის დავურეკე და შევაჩერე“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.