საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის სააგენტოების სავარაუდო მოქმედება - რა წერია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ კანონპროექტში - Palitra News

საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის სააგენტოების სავარაუდო მოქმედება - რა წერია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ კანონპროექტში

2026-06-09 15:48:23+04:00

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ადმინისტრაციას ავალებს დეტალურად შეისწავლოს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის სააგენტოების სავარაუდო მოქმედება. კანონპროექტი ასახავს ვაშინგტონის მზარდ შეშფოთებას, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება სულ უფრო უახლოვდება აშშ-ის მთავარი მეტოქეების მიერ კონტროლირებულ პოლიტიკურ ორბიტას. კანონპროექტი 8 ივნისს წარმომადგენელთა პალატამ დაჩქარებული პროცედურით განიხილა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო. დოკუმენტი ახლა კენჭისყრისთვის სენატს უნდა გაეგზავნოს.