4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებული 8 პირი, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პატიმრობიდან გათავისუფლდა - საქმის დეტალები - Palitra News

4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებული 8 პირი, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პატიმრობიდან გათავისუფლდა - საქმის დეტალები

2026-06-09 15:50:54+04:00

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ერთ-ერთ ეპიზოდზე, სადაც დაკავებული 12 პირიდან 7-ს საპროცესო შეთანხმება უფორმდება, კიდევ ერთი ბრალდებული - ვახტანგ ფიცხელაური დაემატა. საერთო ჯამში, აღნიშნულ ეპიზოდზე საპროცესო შეთანხმება 8 დაკავებულს გაუფორმდება. დაკავებულებმა - ალექსანდრე ხაბეიშვილმა, ბექა ქელეხსაშვილმა, გიორგი მუმლაძემ, მამუკა ლაბუჩიძემ, გურიელ ქარდავამ, ავთანდილ სურმანიძემ, ვახტანგ ფიცხელაურმა და თემურ ქურციკიძემ ბრალი აღიარეს და პროკურატურის მტკიცებულებები უდაოდ ცნეს. ბრალდებულებს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას 3 - წლიანი პირობითი მსჯავრით უფორმებს. მას შემდეგ, რაც სასამართლო მხარეებს შორის მიღწეულ საპროცესო შეთანხმებას დაამტკიცებს, ბრალდებულები სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდებიან.